ახალი ამბები
წალენჯიხა და იავოროვი ოფიციალურად დამეგობრდნენ
უკრაინის ქალაქ იავოროვის გრამადასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრების მემორანუმს ხელი ოფიციალურად მოეწერა. ინფორმაციასა და ფოტოებს უკრაინაში მყოფი წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მემორანდუმი გამოხატავს თანამშრომლობის ორმხრივობას, ომის პერიოდში, ჰუმანიტარულ მისიით, ხოლო მშვიდობიანობის ჟამს- ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ სფეროებში.

წალენჯიხის მერი უკრაინაში გაემგზავრა და უკვე რამდენიმე დღეა, იქ იმყოფება.

Print