ახალი ამბები
თბილისში "ლაგუნა ვერეზე" დაპირისპირების დროს ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია დაჭრეს
თბილისში, ლაგუნა ვერეზე მომხდარი დაპირისპირების დროს ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია დაჭრეს. ის კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდარი, სავარაუდოდ, ბიზნესწილებს უკავშირდება.

ლაგუნა ვერეზე "ქურდული გარჩევის" დროს ორი ადამიანი მოკლეს, ხუთი კი დაჭრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


Print