ახალი ამბები
"ჩერნომორენერგო": რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეჩერდება
31 მარტს კომპანია "ჩერმორენერგომ" მოსახლეობა დააუწყა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოქაჩვა მაღალი ძაბვის ხაზის - "ფსოუს 220 " - ის მეშვეობით შეწყდა, ამჟამად ელექტროენერგია აფხაზეთს მხოლოდ 110 კვ გადამცემი ხაზით მიეწოდება. მათივე ინფორმაციით, რესპუბლიკის ენერგომომარაგება "ელექტროენერგიის მიწოდების მოქმედი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება".

არსებული ინფორმაციით, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულ ნიშნულამდე დაწევის გამოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონში ე.წ. მარაოსებრი გათიშვების გრაფიკი გრძელდება, რომელიც, ზოგან , დღე- ღამეში 5 საათს აღწევს.

3 აპრილიდან დამატებითი შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე ასევე ამოქმედდა სოხუმსა და მის რაიონებში.

მარტის დასაწყისში აფხაზური ენერგოკომპანია იტყობინებოდა, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მატების გამო, 7 მარტიდან შეზღუდვები მოიხსნება ენგურჰესიდან ელექტროენერგიით უზრუნველყოფილ გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის და ტყვარჩელის რაიონებში. თუმცა, მარტის შუა რიცხვებში, მათ განაცხადეს, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნისა გამო, აღნიშნულ რაიონებში ისევ შეზღუდვები წესდება.

ენერგოდეფიციტის მიზეზად, კომპანია ზამთრის პერიოდში ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას ასახელებს. .

ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად, სოხუმი სხვა ზომებსაც მიმართავს, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის მოპოვებაზე აკრძალვა, რომელიც 31 მარტს იწურებოდა, კიდევ 1 წლით გაახანგრძლივეს.

"ჩერნომორენერგოს" თანახმად, "აფხაზეთს ელექტროენერგია რუსეთიდან 2021 წლის 21 დეკემბრიდან მიეწოდებოდა, რაც რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს უზრუნველყოფს , დანარჩენს (აღმოსავლეთის რაიონები) კი "ვარდნილ ჰესი-1" ამარაგებს".




Print