რეგიონი
სენაკში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
სენაკში, სოფელ ტყირში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოკლული მამაკაცი გუშინ იპოვეს, მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის სახლში გადაასვენეს.
Print