ახალი ამბები
აფხაზეთში წებელდის რუსულ ბაზაზე მორიგი სამხედრო წვრთნა გაიმართა
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება ჩაუტარდათ. სამხრეთის სამხედროს ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, "სადაზვერვო ჯგუფებმა" წვრთნები წებელდის ნაღვალოუს პოლიგონზე გაიარეს. ამავე ცნობით, ტაქტიკურ - სპეციალურ სწავლებაში 300 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

მანამდე, აფხაზური მედია წერდა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული 100 - მდე რუსი სამხედრო 9 მაისს სოხუმში დაგეგმილი აღლუმისთვის ემზადება, ფაშიზმზე გამარჯვების 77- ე წლისთავის აღსანიშნავად. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზის სამხედრო ორკესტრიც.





Print