რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის კიდევ 54 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 54 ადამიანს დაუდასტურდა, სულ ქვეყნის მასშტაბით კი გამოვლენილია 578 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 008-ს შეადგენს.


ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 629 032 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 16 761 პირი ემსხვერპლა.


Print