ახალი ამბები
არა გენოციდს - ანაკლიაში აქცია გაიმართება
დღეს, 6 აპრილს, ანაკლიაში უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოხატავენ და მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ოფისია.

"არა გენოციდს, მხარდაჭერა ბუჩას და სოლიდარობა უკრაინას" - ამ ლოზუნგით ანაკლიის ხიდთან აქციის მონაწილეები საღამოს 8 საათზე შეიკრიბებიან.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან​ რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ იქ შესული ჟურნალისტები ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ქუჩებსა და გზებზე პოულობდნენ. ბუჩელების ინფორმაციით, რუსები მათ გაუფრთხილებლად ესროდნენ.

ქალაქის მერის, ანატოლი ფედორუკის თქმით, ბუჩაში ნახეს საერთო სასაფლაო, სადაც 300-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მისივე თქმით, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას არაადამიანური სისასტიკით ექცეოდნენ.

მოკლულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.



Print