ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 20 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 650 384-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან განიკურნა 234 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 629 266 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 16 765 პირი ემსხვერპლა.


Print