ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღე ნალექიან და ქარიანს ამინდს ელიან
სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 და9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექსა და ქარს ელოდებიან. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17-დან +22 გრადუსამდე დათბება.


ამავე ცნობით, 10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
Print