ახალი ამბები
„ენგურის ტრაგედიიდან“, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი წელი გავიდა
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - ორსანტიასა და შამგონაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში მოხვედრას ენგურის გადმოლახვით ცდილობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით ოთხი ადამიანი მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

ტრაგედიას ცოლ-ქმრის, ასევე, შუახნის მამაკაცისა და კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდული იყო.

ამავე თემაზე:

საოკუპაციო ხაზთან დაღუპული მამაკაცი გალში გადაასვენეს - ცხედარს ერთი ახლობელი მიაცილებს

საოკუპაციო ხაზის გადალახვისას დაღუპულ ცოლ-ქმარს ახლობლები ენგურის ხიდზე გამოეთხოვნენ (ფოტო)

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს
Print