რეგიონი
მოქალაქე: ჩხოუშის სანაპიროზე, ბუჩქებში მამაკაცი წელიწადზე მეტია ღამეს ათევს
მოძრაობა „დროას“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ზუგდიდში, ჩხოუშის სანაპიროზე, ბუჩქებსა და ფოთლებში შუახნის მამაკაცი, დაახლოებით, წელიწადია, ღამეს ათევს. როგორც სიჭინავა ამბობს, მას ეს ინფორმაცია ადგილობრივებისგან აქვს.

ვიდეოში ისმის, როგორ სთხოვს მარიამ სიჭინავა მამაკაცს ვინაობის თქმას და დახმარებას სთავაზობს, რაზეც მამაკაცი პასუხობს, რომ „არაფერი არ უნდა“.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ადგილზე ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა მიდის. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, მამაკაცის უსაფრთხო ადგილას გადაყვანასა და თავშესაფრის ქონას მერია უზრუნველყოფს და პარალელურად, სოციალურ სამსახურთან ერთად მის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ.



ფოტო: მარიამ სიჭინავა
Print