რეგიონი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველი მეომარი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.

„9 აპრილი ასე დაგვებედა, 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“,- წერს ოქრუაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

უკრაინაში ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.
Print