რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი ისევ გაიგზავნა
მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარულმა ტვირთმა ფოთში მოიყარა თავი და საქართველოს ფოსტის დახმარებით უკრაინაში ჩავა.

უკრაინაში გასაგზავნად მეორე ეტაპისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი არა მალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, პირველი დახმარების სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ჰუმანიტარული ტვირთი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საჯარო მოხელეების, სხვა მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის დახმარებით შეგროვდა,

პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა.

Print