ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 7 ადამიანს დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობასი 7 ადამიანს დაუდასტურდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ვირუსით 107 პირი დაინფიცირდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 651 577 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 631 715 ინფიცირებული.

რაც შეეხება ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებს, კოროავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა.
Print