ახალი ამბები
აფხაზეთის სუვერენიტეტი უდავოა - დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა
"აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართლებრივი პიროვნება უდავოა და არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი. ასეთი პუბლიკაციები არაპერსპექტიულ მიზანს - აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის ნეგატიური ფონის შექმნას ისახავს", - ასე გამოეხმაურა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა პოლიტოლოგის განცხადებებს, რომლებიც მათივე თქმით, ეჭვქვეშ აყენებენ რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ "ურთიერთობები აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული კავშირის ხასიათს ატარებს, რომელიც ეფუძნება ადამიანური ძმური კავშირების მყარ საფუძველს და არ შეიძლება გადაიხედოს. თუკი ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ნეგატიური საინფორმაციო ფონის შექმნის მცდელობები გაგრძელდება, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას გამოიყენოს "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მექანიზმი მიკერძოებული პოლიტოლოგების წინააღმდეგ", - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში.
Print