რეგიონი
სენაკში ქუჩისთვის ბახვა ჩიქობავას სახელის მინიჭება სურთ
სენაკში ნოე შონიას სახელობის ქუჩისთვის, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა, მისი სახელის მინიჭება სურთ. შესაბამისი ინიციატივა ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოს აპარატში დაარეგისტრირა. ფრაქცია ითხოვს, რომ საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სრულფასოვნად შეკრებისთანავე განიხილონ.

ბახვა ჩიქობავა რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას უკრაინაში, მარიუპოლში დაიღუპა. მისი ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ის 2012 წლამდე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, იბრძოდა 2008 წლის ომში.


Print