ახალი ამბები
ზუგდიდიდან თბილისამდე მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა
ზუგდიდიდან თბილისამდე და პირიქით მიკროავტობუსებით მგზავრობა ხუთი ლარით გაძვირდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" სამარშუტო ტაქსების მძღოლებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მგზავრებს დედაქალაქამდე მგზავრობისთვის 20-ის ნაცვლად 25 ლარის გადახდა უწევთ.

"გაძვირდა საწვავი და ამან გამოიწვია ფასის მომატებაც, რადგან ნაკლებ ფასად არ გვიღირს რეისების შესრულება", - ამბობენ მძღოლები.

რაც შეეხება ავტობუსებს, თბილისამდე მგზავრობა ისევ 20 ლარი ღირს.

ყველა სახის საწვავის ფასმა საქართველოში ბოლო 10 დღის განმავლობაში მოიმატა.
Print