ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 15 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 266 პირი დაინფიცირდა, მათგან 15 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. სტატისტიკის თანახმად, სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია კოვიდის 1 652 235 შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ვირუსით საქართველოში 16 781 ინფიცირებული გარდაიცვალა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ვირუსისგან ბოლო 24 საათში 348 პირი განიკურნა, ჯამში გამოვლენილია ინფიცირებისგან გამოჯანმრთელების 1 632 194 შემთხვევა.
Print