ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ტემპერატურის კლების გამო შესაძლოა ხეხილოვანი კულტურები დაზიანდეს - სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახელობას ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით აფრთხილებს. სინოპტიკოსები 14-16 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას ვარაუდობენ, რამაც,შესაძლოა გარკვეული ხეხილოვანი კულტურების დაზიანება შეძლოს.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს", - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ.






Print