ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 237 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 11 სამეგრელო-ზემო სვანეთიდანაა.

ჯამში პანდემიის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილია 1 652 472 შემთხვევა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია კიდევ 648 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა 1 632 842 შეადგენს.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 2 ინფიცირებული გარდაიცვალა. სულ ვირუსს ქვეყანაში 16 783 პირი ემსხვერპლა.
Print