ახალი ამბები
სოხუმში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული აკრძალვები მოიხსნა
აფხაზეთში დახურულ სივრცეში, კორონავირუსის გამო, მასობრივი ღონისძიებების (საქორწილო, საზეიმო, სამგლოვიარო, საქმიანი, გასართობი და სხვ.) ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვები უქმდება. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 13 აპრილს მოაწერა ხელი.

ამასთან, სხვადასხვა ორგანიზაციამ (კულტურის, სპორტის და საგანმანათლებლო ობიექტები) უნდა უზრუნველყოს "ჯანდაცვის სამინისტროს" მიერ დამტკიცებული ჰიგიენურ - სანიტარული სტანდარტების დაცვა.

ბოლო დღე - ღამეში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 78 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 8 - ს Covid 19 დაუდასტურდა. რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო კლინიკებში 18 პირი მკურნალობს, მათგან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 585 შემთხვევა დადასტურდა,   682 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 046 კი გამოჯანრთელდა. 

Print