ახალი ამბები
წებელდის რუსულის ბაზის სამხედროებს წვრთნები ჩაუტარდათ
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება ჩაუტარდათ. სამხრეთის სამხედროს ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, სამხედრო ბაზის თანამშრომლებმა ღამით წებელდის ნაღვალოუს პოლიგონზე "იმიტირებული მტრის თავდასხმა მოიგერიეს".

ამავე ცნობით, წვრთენბში ჩართული იყო 30-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ჯავშანტექნიკა. ამავე ინფორმაციით, სწავლების მთავარი მიზანია "სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადების დონის, ზამთრის პერიოდში შეძენილი უნარებისა და შესაძლებლობების კონტროლი და ქვედანაყოფების კოორდინაციის შემოწმება".

მანამდე, აფხაზური მედია წერდა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული 100 - მდე რუსი სამხედრო 9 მაისს სოხუმში დაგეგმილი აღლუმისთვის ემზადება, ფაშიზმზე გამარჯვების 77 - ე წლისთავის აღსანიშნავად. მასში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზის სამხედრო ორკესტრიც.



Print