ახალი ამბები
კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში 21 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 21 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში საქართველოში ინფიცირების 1 652 707 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ბოლო მონაცემებით, განიკურნა 496 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 633 338-ს შეადგენს.


ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ით 16 788 ადამიანი გარდაიცვალა.


Print