ახალი ამბები
სააღდგომოდ თბილისსა და ფოთს შორის სარკინიგზო განრიგს რეისები დაემატა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით თბილისსა და ფოთს შორის მატარებელი დამატებით რეისებს შეასრულებს. შესაბამისი თხოვნით, მერიის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზას ადგილობრივმა ხელისუფლებას მიმართა.

დამატებითი რეისები 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს ასეთი განრიგით შესრულდება:

ფოთიდან გასვლა-15:05 - თბილისში ჩასვლა-20:50

თბილისიდან გამოსვლა-07:15 - ფოთში ჩამოსვლა-13:05

Print