ახალი ამბები
ბზობას ზუგდიდში 30 გრადუსამდე დათბება
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სამეგრელოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა. მისივე თქმით, შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა 30-31 გრადუსამდე მოიმატებს.

"შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, თუმცა ტემპერატურის მკვეთრ კლებას არ ვვარაუდობთ. უმეტესად უნალექო ამინდები იქნება აღდგომის ჩათვლით", - თქვა გვაზავამ.

სინოპტიკოსები კვირასა და ორშაბათს აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ.
Print
თეგები: ამინდი / ბზობა /