ახალი ამბები
ზუგდიდში უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ზუგდიდელი მამაკაცია. შსს-ს ცნობით, სამეგრელო- ზემო სვანეთის პოლიციის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული რ.ბ დააკავეს.

"პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო",-ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print