ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, რუბეჟნოიში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
"ქართველ პარტიზანებს და Ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუᲨუქია, რუბეᲟნოიᲨი გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო ,მაგრამ....დიდება გმირებს",- წერს ნადირაძე.


უკრაინაში ომის დროს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.
Print