ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 222  შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 8 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში საქართველოში ინფიცირების 1 652 929 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ბოლო მონაცემებით, განიკურნა  346  პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 633 684 -ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ით 16 789  ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 703 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 791, "პისიარ"-ტესტით – 1 912.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%.
Print