ახალი ამბები
ხობში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ხობში, მდინარეში 49 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ახლობლებთან და ადგილობრივებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში სავარაუდოდ მაშინ ჩავარდა, როდესაც ტივით მის გადაკვეთას ცდილობდა.

ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია და მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ

მამაკაცი სოფელ საჩინოს მკვიდრია.
Print