ახალი ამბები
სენაკში რიგითმა თავისივე იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა - თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რიგითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც შემთხვევის ადგილზე არსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

"სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას-ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


ამავე თემაზე: 

სენაკის სამხედრო ბაზაზე ტყვიის გასროლის შედეგად ჯარისკაცი დაიღუპა


Print