რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 20 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 342 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 20-ს სამეგრელო-ზემო სვანეთში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 1 653 460 შემთხვევა.

ვირუსისგან ბოლო-დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 161 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულია 1 634 474 ინფიცირებული.

კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ერთი ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 16 794 პირი ემსხვერპლა.
Print