ახალი ამბები
სოხუმმა კორონვირუსით ინფიცირების 4 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
ბოლო დღე - ღამეში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 70 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 4 - ს Covid - 19 დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, 73 წლის ქალი გუდაუთის კლინიკაში იყო მოთავსებული. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს, ამავე ცნობით, რეგიონი კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 9 პირი მკურნალობს. სოხუმის ინფექციურსა და გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტები არ არიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 596 შემთხვევა დადასტურდა, 682 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 780 კი გამოჯანრთელდა.

13 აპრილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსის გამო, დახურულ სივრცეში მასობრივი ღონისძიებების (საქორწილო, საზეიმო, სამგლოვიარო, საქმიანი, გასართობი და სხვ.) ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვები გაუქმდა.




Print