ახალი ამბები
აბაშაში დაკარგული მამაკაცის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
აბაშაში დაკარგული 42 წლის გიორგი კიკაბიძის სახლში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი აქ რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ. პოლიციამ განყოფილებიდან დაკარგულის დედაც მოიყვანა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახსა და ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვთ.

მეზობლების ინფორმაციით, კიკაბიძესთან კონტაქტი წუხელ გაწყდა.
Print