ახალი ამბები
800 დევნილ ოჯახს სახლებს შეუძენენ - სრული სია
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 800 დევნილ ოჯახს სახლებს შეუსყიდიან. ინფორმაციას და სიას საკუთარ უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, დევნლები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეარჩევენ და ამისთვის მათ 6 თვიანი ვადა აქვს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, საცხოვრებელი სახლები პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემათ. 


2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 6000-მდე ოჯახი განსახლდება.


დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, იხილეთ ამ ლინკზე. 

Print