ახალი ამბები
მარტვილში მოზარდს ეძებენ
მარტვილში 13 წლის გოგონას ოჯახი მეორე დღეა ეძებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გუშინდელს მერე არავის უნახავს. ის ქვაითის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
Print