რეგიონი
მეგრული ხაჭაპური საუკეთესო ყველიან კერძად დასახელდა
პოპულარულ კულინარიულ ვებგვერდ TasteAtlas.com-ზე ყველიანი კერძების კატეგორიაში პირველ ადგილზე მეგრული ხაჭაპური გავიდა. ხაჭაპურმა TasteAtlas-ის მომხმარებელთა შეფასებით 5 - დან 4.8  ქულა მიიღო.

TasteAtlas-ის მომხმარებლების გადაწყვეტილებით, საუკეთესო ყველიანი კერძების ოცეულში სვანური და აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა.

TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც 10 000-ზე მეტი კერძი და ინგრედიენტი მსოფლიო რუკაზე ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვითაა განლაგებული.

Print