რეგიონი
მარტვილში დაკარგული მოზარდი იპოვეს
მარტვილში, სოფელ ქვაითიდან გაუჩინარებული 13 წლის გოგონა ნაპოვნია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის სამართალდამცავებმა იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს.


"გოგონა უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ უწყებაში.

მარტვილის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე 20 აპრილს, საღამოს, სკოლიდან სახლში მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. ოჯახი და სამართალდამცავები მას ორი დრის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.
Print