რეგიონი
ბოლო 24 საათში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში ტესტირება 60 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი არავის  დაუდასტურდა. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ კლინიკაში მხოლოდ 2 პაციენტი მკურნალობს.

რეგიონის კოვიდმიმღებ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე კოვიდით ინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 604 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 52 914, ხოლო გარდაიცვალა 683 ადამიანი.


Print