ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ალიკა ცაავას ცხედარი ჯვარში ჩამოასვენეს
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული 40 წლის ალიკა ცაავას ცხედარი თბილისიდან ჯვარში, მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს. ცხედარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ ხელში ეჭირათ უკრაინისა და საქართველოს დროშები.

დროშები ჯვარის შესასვლელშიც არის გამოფენილი.

"ჩამოიყვანეს ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი. პარტიზანის ოჯახში გაიზარდა, შეეწირა საქართველოს თავისუფლებას მისი ბაბუაც, მამაც და ახლა თვითონაც. ეს მარტო უკრაინის ომი არ არის, ყველა ქვეყნის ომია. გული გვეწვის, სული გვტკივა, რომ ასეთი ვაჟკაცი დავკარგეთ", - უთხრა ჟურნალისტებს დაღუპულის მეზობელმა ნანა ლუკავამ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ისინი ლუგანსკში, 16 აპრილს მაშინ დაიღუპნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.

ალიკა ცაავას, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.


ამავე თემაზე:

ალიკა ცაავას ცხედარს თანამებრძოლები კიევში დღეს დაემშვიდობებიან

უკრაინაში დღეს დაღუპული და დაჭრილი მებრძოლები ჯვარსა და ზუგდიდში ცხოვრობდნენ
Print