ახალი ამბები
პროკურატურამ მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო​
საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის  სოფელ ხუმწში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დღეს, 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი "მიცუბიშის" მარკის  ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი "მერსედესის" მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ამავე ცნობით, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Print