ახალი ამბები
სენაკში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდეს
სენაკში, აღდგომის დღეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ ახალგაზრდა მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდებულებისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, ადვოკატები კი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

24 აპრილს, სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი წარედგინა

სენაკში პოლიციელზე თავდასხმისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს
Print