ახალი ამბები
ენგურზე ე.წ. საზღვრის "უკანონო" კვეთისთვის მიმდინარე წელს 250-მდე მოქალაქე დააკავეს - სოხუმი
2022 წლის პირველ კვარტალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისთვის 250-ზე მეტი"სამართალდამრღვევი" დააკავეს. ე.წ სუს-ის ინფორმაციით, ენგურზე "საზღვრის" უკანონო კვეთის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ.

უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, მათ "საზღვარზე" სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 10 მცდელობა აღკვეთეს.

"ამოღებულია, 700 ათასი რუბლის ოდენობის, 1 900 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია, უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


Print