ახალი ამბები
ეკლესიისგან განკვეთილი იუდები ყვიროდნენ - მეუფე სტეფანე წაჩხურუს ინციდენტზე
წაჩხურუში წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მის მიერვე განკვეთილ სასულიერო პირებს კრებსითი სახელი "იუდა" უწოდა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მათი პროტესტია და ხალხს მასთან საერთო არაფერი აქვს.

"განკვეთილი სასულიერო პირები არ არსებობენ, ესენი არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვიათ ტარიელი, ბათა და ასე შემდეგ. ყვიროდნენ და იყვირონ. თქვენთვის ეს სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში გაჩერება აღარ შეუძლია და რაღაცებს იგონებს, პერფორმანსებს ატარებს. თქვენ ეს გიხარიათ ? იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამითი", - აღნიშნა მეუფემ.

მონასტერში, სადაც დღეს მომლოცველები წაჩხურობის დღესასწაულზე მოდიან, დილით მეუფე სტეფანეს გარემოცვის წევრებმა და ჩოხოსნებმა განკვეთილებს აუკრძალეს სანთლებისა და ხატების გაყიდვა და ტერიტორია დაატოვებინეს, მოგვიანებით კი თავად განკვეთილები მეუფეს შეძახილებით "იუდა" დახვდნენ და სიმბოლურად ხურდები შეაყარეს.


ამავე თემაზე: 

"იუდა!" - წაჩხურუში მეუფე სტეფანეს ხურდები შეაყარეს


Print