ახალი ამბები
გასულ ორ წელიწადში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში მოძალადეთა და მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
2020-2021 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ოჯახში ძალადობის 1052 მსხვერპლი და 1033 მოძალადე აღირიცხა. სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემები წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. მაგალითად, თუ 2012 წელს რეგიონში მხოლოდ 20 ოჯახში მოძალადე და 24 მსხვერპლი იყო გამოვლენილი, 2021 წელს მოძალადეთა რიცხვი 509-მდე, მსხვერპლთა რაოდენობა კი 528-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გამოვლენილ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს შორის 36 ადამიანი 18 წელს ქვევითაა, მსხვერპლი გახდა 60 წელზე დიდი ასაკის 104 ადამიანი.




Print