რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იზრდება
სამეგრელო ზემო სვანეთის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წელს 38 950 რეგისტრირებული ოჯახიდან საარსებო შემწეობას 21 293 ოჯახი იღებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 705-ით მეტია.

ბოლო ათი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა გაორმაგებულია.

2011 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგისტრირებული 56 405-დან აღნიშნული სოციალური პაკეტი 10 459-მა ოჯახმა მიიღო.

Print