რეგიონი
ჯვარში ალიკა ცაავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ჯვარში, ალიკა ცაავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ამ წუთებში ოჯახს ახლობლები და საზოგადოების სხვადასხვა წევრები უსამძიმრებენ. ალიკა ცაავას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ.

ალიკა ცაავა, რომელიც 16 აპრილს უკრაინაში დაიღუპა, სამშობლოში კვირას, 24 აპრილს ჩამოასვენეს.

რუსეთ-უკრაინის ომში ამ დრომდე 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან ერთის - სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.
Print