ახალი ამბები
ზურაბ ეგუტია ზუგდიდის თეატრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი ზურაბ ეგუტია მაისიდან თანამდებობას ტოვებს. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და თეატრიდან წასვლის შესახებ განცხადება პირველ აპრილს დაწერა. მისი თქმით, ის ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში იწყებს მუშაობს, ჯერჯერობით, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი, შემდეგ კი გეგმავს, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, სამეგრელო ზემო სვანეთის გურიისა და აჭარის სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე შეიტანოს განაცხადი.

"ჯერჯერობით, დანიშნული ვარ შტატგარეშე თანამშრომლად, მას შემდეგ, რაც ვაკანსია გამოცხადდება, მერე მივიღებ მონაწილეობას", - გვითხრა ეგუტიამ.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია 2019 წლის დეკემბერში მეორედ დაინიშნა. მანამდე, იმავე წლის ოქტომბერში, მან კულტურის სამინისტროდან მიიღო დათხოვნის შესახებ ბრძანება, რაც მისი განმარტებით, თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან იყო დაკავშირებული, რა დროსაც დირექტორი თანამდებობიდან ავტომატურად თავისუფლდება. 

ზუგდიდის თეატრს ზურაბ ეგუტია 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.



Print