ახალი ამბები
ოჩამჩირეში მაინერების ქურდობის მცდელობისას ორი პირი სასიკვდილოდ დაიჭრა - მიმდინარეობს გამოძიება
ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თანახმად, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, 1974 წელს დაბადებული ვალტერ შამათავა, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული თანამზრახველი ახლდა, თავს დაესხა თენგიზ რაცბას, მისი სახლში მოწყობილი კრიპტოვალუტის მაინერების გატაცების მიზნით. სახლის მეპატრონემ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად, ბოროტმოქმედები ამ უკანასკნელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს. დაპირისპირების დროს ატეხილი ომრხირივი სროლის შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა თავდამსხმელი ვ.შამათავა და თენგიზ რაცბას ძმა, თამაზ რაცბა.

ოჩამჩირის რაიონის "პროკურატურის" ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ყველა პირის გამოსავლენად.

Print