რეგიონი
დასავლეთ საქართველოში 3-4 მაისს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

უწყების ინფორმაციით, 5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა.
Print