ახალი ამბები
სოხუმში 9 მაისს "უკვდავი პოლკის მსვლელობა" გაიმართება
სოხუმში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 77- ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. დღეიდან დაგეგმილია ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათ შორის: ლექციები, სპორტული ასპარეზობები სკოლის მოსწავლეებისთვის. ასევე, მოეწყობა ველოგარბენი, მარშრუტით, სოხუმი - გულრიფში - სოხუმი, კონცერტები და გამოფენები.

ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები 9 მაისს, სანაპიროზე დაიწყება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, შემდეგ კი "მიტინგი, შეიარაღებული ძალების საზეიმო მარში და "უკვდავი პოლკის მსვლელობა" გაიმართება", - წერს "აფსნიპრესი".

ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულება.






Print